პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილი, მოლდოვასთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევის მუქარას ეხმაურება და სიტუაციას საქართველოსთან მიმართებაში განიხილავს:
“პოლიტიკა, რომ დიდი თამაშია, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. სამწუხარო რეალობა კი ის გახლავთ, რომ ამ დიდი თამაშის უფრო დიდი მოთამაშეები, ხშირად მცირე თუ პატარა აქტორებს (პატარა ქვეყნებს!) შარში ხვევენ.
როგორც გინდათ იფიქრეთ და ამის საფუძველს სწორედ მედვედევის ქვემოთ მოყვანილი განცხადება მაძლევს: ის რომ პუტინი ამბობს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც “დე ფაქტო” უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება – რა, რის სანაცვლოდ?! მითუმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში!
ახლა კი იმის შესახებ, პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თქვენ თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს, როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს?!
p.s. სანამ ვინმე რუსების მიმართ შიშს დამაბრალებთ, მანამდე გაიხსენეთ, 2008 წლის ომის დროს, ვინ რომელი საზღვრიდან ტოვებდა საქართველოს, რუსების ერთი თვითმფრინავის ცაზე გამოჩენისას როგორ ფორთხავდა სააკაშვილი ისიც გაიხსენეთ. არც ის დაგვიწყდეთ რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებების დროს რუსი გენერლებისა თუ დიპლომატების წინაშე როგორ ჩასვრილები იყვნენ მავანი.. ჰოდა აი, იმ რუსეთის ბაზების გაყვანაში საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილის მქონეს, მათი უკან ორმაგად შემოსვლა ნამდვილად არ მინდა, დამერწმუნეთ ამისთვის ბევრსაც გავაკეთებ და ბევრსაც ვამხელ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.
ლევან ნიკოლეიშვილის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკული მასალა:

ინფორმაციისთვის – რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მოლდოვას ემუქრება:
“ჯერ კიდევ არშესული ევროკავშირში, თავიანთი ახალი პატრონებისთვის გულის მოსაგებად, მზადყოფნას გამოთქვამენ შეუერთდნენ ევროპულ სანქციებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვნახოთ, აბა გაბედონ. მაშინ ისინი 100%-ით შეიძლება იყვნენ დარწმუნებულები, რომ ისინი ვერ მიითებენ ჩვენსგან არა მარტო “ძვირფას” ენერგეტიკულ და სხვა რესურსებს და საერთოდ, არანაირს. დაე დატკბნენ სანქციებით, სანამ ევროკავშირში შევლენ,” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
ასევე საყურადღებოა მედვედევის ერთგვარი პროვოკაციული მინიშნებაც – “საჭიროა მხედველობაში გვქონდეს, რომ დნესტრისპირეთში 220 ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს“.

