spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯერი ჩვენზეა - ეროვნული გადარჩენის ამოცანა მოვიყვანოთ სისრულეში!"...

“ჯერი ჩვენზეა – ეროვნული გადარჩენის ამოცანა მოვიყვანოთ სისრულეში!” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სპეციალოურ ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი, მოსახლეობას მოუწოდებს ჩაერთონ იმ მოძრაობაში, რომელიც განკუთვნილია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად:

,,ან ევროპა და ევროკავშირი ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი; ან საქართველო ან ოლიგარქია!

აი ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს გადარჩენის ამოცანა დაგვისახეს. ახლა ჯერი ჩვენზეა – ეს ეროვნული გადარჩენის ამოცანა მოვიყვანოთ სისრულეში!

დღეს ისე, როგორც არასდროს სახლში ჯდომა არის მთავარი პარტნიორი ,,ქართული ოცნების”. დღეს ისე, როგორც არასდროს ჩვენს ერთიანობას, იმ მუხტს, იმ საოცარ მუხტს, რომელიც იყო 20 ივნისს და რომელიც უნდა იყოს დღეს, რომელიც უნდა იყოს შემდგომ დღეებში, ამ მშვიდობიან, სპეტაკ, ეროვნულ პატრიოტულ მუხტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის ცივილიზებული ადგილი და ოჯახი არის ევროკავშირი. მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის.

,,ქართულმა ოცნებამ” და ოლიგარქულმა რეჟიმმა გვითხრა, არცერთი რეფორმის გატარებას არ აპირებენ. მათ ჩვენ გვითხრეს, რომ თავზე გადაგვახვევენ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ევროპა გვაძლევს.

შესაბამისად, დადგა დრო, რომ ეროვნული ხსნის ამოცანას, რომელიც დაგვისახეს ჩვენმა ევროპელმა და დასავლელმა პარტნიორებმა, ჩვენ ვუპასუხოთ ყველამ ერთად – მეც, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა საქართველოს მოქალაქემ, ვაპირებ დღეს მივიდეთ აუცილებლად რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსიროთ!

მეგობრებო, რამდენიმე წელიწადში ჩვენ დავინახავთ ან აყვავებულ საქართველოს, ევროკავშირის ღირსეულ წევრს ან საქართველოს, რომელიც იქნება უკაცრიელი ტერიტორია, რომელსაც მართავს რუსეთიდან მოვლენილი ოლიგარქული რეჟიმი.

ეს იმდენად მკაფიოა, იმდენად ცალსახაა, რომ არავისთვის კითხვას არ იწვევს, მაგრამ დღეს ისე, როგორც არასდროს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას უნდა ვუპასუხოთ და სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდეთ გარეთ.

,,ქართული ოცნება” და ოლიგარქული რეჟიმი ფიქრობს, რომ მოდის ზაფხული, მოდის ივლისი, რომ ხალხი წავა დასასვენებლად, რომ ეს მუხტი ჩაქრება, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე გადააგორონ ეს თემა.

ჩვენ გვიხმობს სამშობლო, ჩვენ გვიხმობს საქართველო. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ აგვაცდინონ ამ გზას.

დეკემბრამდე დრო კი არა გვაქვს, დეკემბრამდე დრო გვაქვს იმისთვის, რომ ყველა რეფორმა გავატაროთ ანუ ეს ნიშნავს, რომ დღეიდან, ახლა ამ წუთიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა ყველა იმ თორმეტივე პუნქტის შესასრულებლად, რომელიც დაგვისახეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და საქართველომ ღირსეულად უნდა შეაბიჯოს ახალ წელს ევროპაში კანდიდატის სტატუსით. ამის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ყველამ ერთად”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...