spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა "ნაცმოძრაობის" სისხლიან რეჟიმს"...

“ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა “ნაცმოძრაობის” სისხლიან რეჟიმს” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მწვავე განცხადება გააკეთა შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის მიმართ და აცხადებს, რომ ის არის კორუმპირებული პოლიტიკოსი:

,,ნუ, კარლ ბილდტი აიჭრა იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად, რომელიც იყო ,,ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული, წლების განმავლობაში.

,,ნაცმოძრაობა“, როდესაც ამყარებდა აქ სისხლიან რეჟიმს და აუპატიურებდა ადამიანებს და ა.შ. მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა ,,ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს.

ბილდტი არის ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ეს მიზანში მოხვდა ზუსტად კარლს.

კორუმპირებული კაცი, როცა სამარცხვინო რაღაცებს წერს, მას პასუხი უნდა გაეცეს.

რომ გვეომოვა ჩვენც მოგვცემდნენ, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს სჯობდა, რომ გვქონოდა ეს სტატუსი, რასაც გვაძლევენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი ტვიტერის ქსელში გამოქვეყნებულ ტვიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან მიმართებაში აცხადებს, რომ “ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...