პარასკევი, აპრილი 26, 2024

“მე შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა – ეს მისი პირადი სივრცეა” – კახა კალაძე კახა სამხარაძეზე

სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარიძის ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარში თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ქვეყანაში უმაღლეს დონეზეა აყვანილი:

,,მე შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა – ეს მისი პირადი სივრცეა. თავის პირად სივცეში ადამიანი, რასაც უნდა იმას დაწერს. ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული უმაღლეს დონეზე.

ჩვენ ეს 2012 წელს მოვახერხეთ, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა ქვეყანაში. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე აყვანილი.

სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია, ასევე იმ ადამიანებისგან, როდესაც ამაზე მითითებებს გაძლევს კონკრეტულად ის ადამიანები და ტელევიზიები, საიდანაც სიბინძურის ნიაღვარი – სიძულვილის ენა, ოჯახის შეურაცხყოფა, ოჯახზე თავდასხმები ყოველდღიურად მოდის.

ამ ადამიანებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ესენი იყვნენ მთავარი შემოქმედი იმისა, რომ ადამიანს, ვინც ჩვენებას იძლეოდა, ამ ჩვენებას აღეჭინებდნენ და აჭმევდნენ. ასევე, ციხიდან გამოჰყავდათ ხალხი და მანქანაზე გაკოჭილს

აუპატიურებდნენ, ბიზნესს აფორმებინებდნენ და ახალგაზრდებს ახოცინებდნენ ქუჩაში. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც ევროპასთან. მეც არ მომწონს, როდესაც თქვენ, ჟურნალისტები შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი იყო, ვიღაცას კიდევ უფრო არ მოეწონა, კიდევ უფრო გაღიზიანდა, მაგრამ სიტყვის თავისუფლება – ეს მისი პირადი სივრცეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის: სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საპროტესტო აქციის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები გამოიყენა

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული