კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაჭარაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

აჭარაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

აჭარაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გრანტების პროგრამის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, საინვესტიციო კომიტეტის წევრები და კონკურსში მონაწილე სტარტაპები ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ გამარჯვებულ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა და ქვეყანაში თანამედროვე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა, რომელიც ძალიან სწრაფად, ძლიერად ვითარდება როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში თქვენი მხრიდან მხარდაჭერილი იყოს იმ ახალი ინოვაციებით, იმ კრეატიულობით, რომელიც გვჭირდება ჩვენ და თანამედროვე ეკონომიკას.

ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც, პრიორიტეტი გახლავთ ადამიანური კაპიტალის განვითარება, ახალი ინოვაციების შექმნა. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით თითოეულ თქვენგანს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააჩნია ამ ყველაფრის შესაძლებლობა, მოტივაცია, უნარები და ეს სამეწარმეო სულისკვეთება და მუხტი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ინკლუზიური განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია იგრძნობოდეს ყველგან – ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში.

მინდა თითოეულ თქვენგანს მივულოცო ეს გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს არის დასაწყისი ახალი გამარჯვებების, იმ ძალიან გრძელი გზის, სადაც თქვენი ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროდუქტები იქნება გამოყენებული“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა. სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა წელს მერვედ გამოაცხადა. ღონისძიებაზე 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა, თითოეული მათგანი 150 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში”

ოპოზიციაში ერთგვარი გარჩევების თემას საპატიმროდან ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

“ახლა დასხედით მურუსიძის სასამართლოში და დაუბრუნეთ ფული ბიძინას” – ვახო სანაია

ბოლო პერიოდში, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კორუფციული დანაშაულის გამოვლენის...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

ლაშა ბუღაძე: “ისტორიულად რევოლუციურ პროცესში ვართ”

ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...