spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციის ჩანაწერში იყო...

კახა კალაძე: ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციის ჩანაწერში იყო ბიძინა ივანიშვილის მისამართით, კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერში არსებული დამოკიდებულება, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც მან აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა, არასერიოზულია მუქარა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე.

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება, როდესაც რეზოლუციის შინაარსზე ვსაუბრობდი. სამარცხვინოა ამ ტექსტის თითოეული სიტყვა, სადაც გვეუბნებიან, თითქოს, ცუდი ადამიანია ივანიშვილი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო და კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც გააკეთებს. მათ შორისაა ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული ბაზების აღჭურვა, უამრავი ადამიანის დახმარება-ხელშეწყობა, თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელი ერთი ჩამოვთვალო.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებს და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს, იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ტყუილად ირჯება. არავის არაფერი გამოუვა.

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი საქმე, რაც ჩემი აზრით, ქვეყანას გაუკეთა, იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბოროტების და ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ხელისუფლებაში იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...