პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასაც, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს დესტრუქციულ ძალებთან:
,,ჩვენი ამოცანა დღეს არის დავანგრიოთ ის ოლიგარქიული პირამიდა, ქსელი, რომელზეც დგას ეს ოლიგარქიული მმართველობა.
საქართველო არ არის ბიძინა ივანიშვილი. გამოსავალი იმისთვის, რომ ამ ცივილიზაციურ გამყოფ ხაზზე საქართველო არ აღმოჩნდეს დესტრუქციულ ძალებთან და აღმოჩნდეს ცივილიზებული სამყაროს გვერდით აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მისი და მისი საყრდენების სანქცირება.
1. ეს არის დავით ხიდაშელი. ადამიანი, რომელიც ბოლო დროს სარგებლობს ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური შეღავათებით საქართელოში და რომელიც მონაწილეობდა არა ერთ რუსულ სპეცოპერაციაში;
2. უჩა მამაცაშვილი. გარდა იმისა, რომ ის არის პრაქტიკულად ჩრდილოვანი მმართველი ეკონომიკის, აკონტროლებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად არის სანქცირებული პოლტავჩენკოს ბიზნეს პარტნიორი;
3. ვანო ჩხარტიშვილი – ის მონაწილეობს არა ერთ კორუფციულ გარიგებაში. მათ შორის თამბაქოს სფეროში. ის არის ღიად ფოთში რუსული სახელწიფო კომპანიის ,,როსნეფტის“ პარტნიორი;
4. ოთარ ფარცხალაძე – ყველასთვის ცნობილი, პრაქტიკულად მაფიოზად ჩამოყალიბებული ბიზნესმენი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


