spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივასო ურუშაძე: "სანქციები უნდა დაედოს ოლიგარქიული რეჟიმის საყრდენებს"

ვასო ურუშაძე: “სანქციები უნდა დაედოს ოლიგარქიული რეჟიმის საყრდენებს”

ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას და ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება:

მნიშვნელოვანია ევროპარლამენტმა განიხილოს ოლიგარქიული რეჟიმის ვერტიკალში მყოფი ძირითადი საყრდენი პირების დასანქცირება.

არაფორმალური მმართველობის მთავარ წყაროს წარმოადგენს ბიზნესის საფარქვეშ მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ახდენენ დიდი ოდენობით შავი ფულის აკუმულირებას.

აღურიცხავი ფინანსური რესურსი კი ძალაუფლების შენარჩუნების, კრიმინალური ჯგუფების დაფინანსების, ამომრჩევენლთა მოსყიდვის და სახელმწიფოს მიტაცების ძირითადი ინსტრუმენტია.

ანტიკორუფციული მოძრაობა ვიკვლევთ აღნიშნული პირების კავშირებს კრემლთან, მათ კორუფციულ და დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოში, ნეგატიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნეში, რაც ღიად უქმნის საფრთხეს დემოკრატიას და ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში.

კვლევის ფარგლებში ასევე მოხდა არაერთი ეკონომიკური სუბიექტის იდენტიფიცირება, რომლებიც ღიად ატარებენ კრემლის პოლიტიკას საქართველოში, ეხმარებიან რუსულ კომპანიებს გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს და არიან მჭიდროდ დაკავშირებული არაფორმალურ მმართველებთან.

კვლევის შედეგებს შუალედური ანგარიშების სახით ანტიკორუფციული მოძრაობა ეტაპობრივად წარუდგენს საზოგადოებას, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასევე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ევროპარლამენტარებს და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს“, – აცხადებს ვასო ურუშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...