კვირა, მაისი 19, 2024

“საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს” – გია გაჩეჩილაძე (უცნობი)

მუსიკოსი, მომღერალი, მედიაში სხვადასხვა პროექტის ავტორი გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”) ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “იმედი LIVE”, თავის პოზიციას აფიქსირებს და განმარტებებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში სანქციებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მითითებულ კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით:

რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ზუსტად ეს რეზოლუციის ტექსტი და მინდა გითხრათ, რომ 30 წელია ქართველი ხალხი ყველაფრის საქმის კურსშია და ყველაფერს კარგად ხვდება სად არის სიმართლე და სად – ტყუილი. ვისაც არ უნდა უნდოდეს, როგორც არ უნდა უნდოდეს, რომელ ქვეყნებსაც არ უნდა უნდოდეთ, თავს არავის არ მოვატყუებინებთ.

პირველ რიგში ჩვენს საკუთარ ქვეყანას დავიცავთ! ეს არის კიდევ ერთხელ ომში ჩათრევის მცდელობა, შანტაჟზე აყვანა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის და მთელი საქართველოსი, ასე გამოდის იმიტომ, რომ ვიცით ჩვენ, რა დროს გამოჩნდა ივანიშვილი და რა სიტუაციაში იყო მთელი ქართული საზოგადოება.

იმას რომ თავი დავანებოთ, სამი მილიარდი ინვესტიციაა აქვს დახარჯული ამ ქვეყანაში და პრინციპში გამოდის, რომ მთლიანად საქართველოს უწესებენ სანქციებს, ამის გამო.

მოკლედ, ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს და ამის გულისთვის ყველა ნახავს ძალიან კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, რას გააკეთებს, რა მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა.

ეს რას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით?! თუ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, გამაგებინეთ რა?! ადამიანზე, რომელის 2012 წელს მოვიდა პოლიტიკაში და რადიკალურად შეიცვალა ქვეყანაში ყველაფერი.

როგორ დადგება საქართველო ფეხზე დაგანახებთ. მოვიდეს ერთი 23-24 რიცხვი და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. რა, შანტაჟია ეს?! რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი და მასზე სანქციები 5-5-ჯერ რომ მეორდება, გგონიათ შანტაჟს წამოვეგებით საქართველოს მოსახლეობა?! აბა ვნახოთ, აბა ვნახოთ. ლობიო რომ ლობიოდ დაგვრჩეს მარტო გასაყოფად, იმას გავიყოფთ და არავისი არაფერი გვინდა.

ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაერთვება და ეს ხელისუფლება ისჯება ზუსტად იმიტომ, რომ მშვიდობაა ქვეყანაში“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული