spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიღებულ რეზოლუციას დიდი ფულის სუნი აქვს, ლობიზმი ყოველგვარ...

“მიღებულ რეზოლუციას დიდი ფულის სუნი აქვს, ლობიზმი ყოველგვარ საზღვარს გასცდა” – თამთა მეგრელიშვილი

იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი კონკრეტული შეფასებებს აკეთებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით:

ორიოდე სიტყვით “ნაციონალური მოძრაობის” ფულით ნაყიდ რეზოლუციაზე.

  • მისი მიღება არ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას;
  • მისი მიღება არ ნიშნავს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ჰუმანიტარული მოტივით;
  • მისი მიღება არ ნიშნავს გვარამიას გათავისუფლებას.

წარმოდგენილი რეზოლუცია ცალსახად ეფუძნება მცდარ ფაქტებს:

  • მხოლოდ მიკერძოების პოლიტიკაა პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს, რომლის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მხოლოდ პროგრესი განიცადა, პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში სდებდე ბრალს.
  • მხოლოდ მიკერძოების პოლიტიკის დამსახურებაა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული 5 ივლისის მოვლენები სრულიად დაამახინჯო.

საფუძველი რომლითაც მედია მენეჯერის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ ხელოვნურად შექმნილია.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ღიმილის მომგვრელია, როცა ამტკიცებს, რომ მედია და დემოკრატიის სტანდარტი 2012 წლამდე უკეთესი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. (ჰკითხეთ ქართველ ხალხს)!

რეზოლუციის მოთხოვნა – ჰუმანიტარული თვალსაზრისით სააკაშვილი გადაყვანილ იქნეს საზღვარგარეთ – პირდაპირ უკანონობის წახალისებაა.

რეზოლუციის ავტორები აჟღერებენ მათთვის შეგნებულად არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა არ უტარდება და არის არასათანადო პირობებში.

მიღებულ რეზოლუციას დიდი ფულის სუნი აქვს, ლობიზმი ყოველგვარ საზღვარს გასცდა.

სამარცხვინოა მეგობრებო, ჩამოდით მაგ ტრიბუნიდან და ეს ყველაფერი ჰკითხეთ ქართველ ხალხს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...