spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის პირდაპირ მოწოდება იმისკენ, რომ ვინც აირჩიეთ...

“ეს არის პირდაპირ მოწოდება იმისკენ, რომ ვინც აირჩიეთ ის ხელისუფლება ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ” – გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი კრიტიკურ და მწვავე შეფასებას აკეთებს ევროპარლამენტარების ღია წერილზე:

,,ეს არის პირდაპირ მოწოდება იმისკენ, რომ ვინც აირჩიეთ ის ხელისუფლება ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ამ შემთხვევაში გაგეხსნებათ გზა ევროსტრუქტურებისაკენ.

აბსოლუტურად, არ დაგიდევენ ან რეიტინგი რა არის, ან რა მდგომარეობაშია საქართველო ევროპის სტანდარტებთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ინფორმაციისთვის – საქართველოსთან მიმართებაში ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ერთობლივი წერილი/განცხადება გაავრცელეს საქართველოსთან მიმართებაში: “ოლიგარქიზაცია და, საბოლოოდ, პოლარიზაცია საქართველოში ძლიერ კონცენტრირებული რჩება ერთი პირის ხელში, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კი ციხეშია.

ყველას კარგად გემახსოვრებათ, როგორი ზეგავლენა იქონია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ, რითაც შესაძლებელია გამოსავალზე დასკვნის გამოტანა.

დასანანია, რომ საქართველოს პოლიტიკური დაპირისპირებისა და პროევროპულ დღის წესრიგზე გადასაყვანად ევროკავშირის უმაღლესი დონის ძალისხმევა – “შარლ მიშელის შეთანხმება”, დღემდე არ სრულდება.

მეტიც, ევროკომისია როგორც კი შეუდგა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე რეკომენდაციებზე მუშაობას, მთავრობისადმი კრიტიკული მედიასაშუალების მფლობელის მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი, რითაც საქართველოს სურათს კიდევ ერთი შავი ლაქა დაემატა“, – აცხადებენ კუბილიუსი და იუკნევიჩიენე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...