შაბათი, აპრილი 27, 2024

“ნება მიბოძეთ დავიტოვოთ უფლება, რომ არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს მთელ რიგ საკითხებში” – ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური კომენტარს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ “პალიტრანიუსის” ეთერში გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით:

,,პოლიტიკურად, ამ დროს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება [ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის სასჯელის განსაზღვრა] პოლიტიკურად არ იყო დროული, რადგანაც გადაწყვეტილება შეიძლება გადავადებულიყო სხვადასხვა ფორმით მიმაჩნია.

ის ადამიანები, პოლიტიკოსები, რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები, ვინც ქალბატონ ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ მოიხსენიებდნენ და მეტიც, პირდაპირი შეურაცხყოფის ქვეშ ამყოფებდნენ, დღეს ეს ადამიანები რატომღაც საუბრობენ სხვა ნოტებზე.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ცალკეულ, ასე ვთქვათ, შეფასებებს ნება მიბოძეთ, რომ დავიტოვოთ უფლება, რომ არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს მთელ რიგ საკითხებში.

მე ვფიქრობ, რომ ბატონი გვარამიას საქმე არავისთვის არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ – სპეკულაციების სივრცე. იმ მარტივი მიზეზისგან გამომდინარე, რომ თავი უნდა დაანებონ პოლიტიკოსებმა, ცალკეულმა პირებმა სიღრმისეულ განხილვებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში კონკრეტული შეფასებები გააკეთა მმართველ პარტიასთან მიმართებაში:

,,ყოველთვის არ გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდებოდნენ. ეს იქნება 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლა, ანულირება. მძიმე სიტყვებიც იქნა გამოყენებული ზოგიერთ მომენტებში. რაღაც გაუგებარი ნაბიჯები, მაგალითად სესხის არაღება ევროკავშირიდან.

ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, შეიძლებოდა სხვა რიტორიკა. ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება, ბოლო პერიოდში. გვესმის, სხვათა შორის, პარტიის კუთხით უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს.

ყველა იმას ელოდება მომავალ კვირას რა იქნება კომისიის პირველი შეფასება. შემდგომ, ალბათ ივნისის ბოლოს უკვე ევროპული საბჭოს და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები. ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ზოგადად ევროპაზე, რომელიც ცოტა გაუგებარი არის.

მგონია, რომ პირველი შეფასება კომისიის ალბათ, იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტში, მაგალითად, სასამართლო რეფორმაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული