spot_img
მთავარიეს საინტერესოაკონკურსი გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და...

კონკურსი გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის.

სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და მოიცავს როგორც ინტერაქტიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

სასწავლო ტრენინგი განკუთვნილია 18 წლის ასაკს მიღწეული პირებისთვის, ვისაც სურს ბიზნესის დაწყება/გაფართოება, გააჩნია ბიზნეს-იდეა ან/და აქვს მეწარმეობის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარების მოტივაცია.

სასწავლო ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ:

· გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, მესტიის, ონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს;

· ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და კახეთში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს

ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

· ბიზნესის არსი და მისი დაგეგმვა

· ბიზნეს იდეის შემუშავება

· ბიზნესის და პროდუქტის განვითარების ფაზები

· ბიზნესის სახელის შერჩევა

· ბაზრის ანალიზი

· ბიზნეს-მოდელის შემუშავება

· მოგების მარჟა და ნულოვანი წერტილის გამოთვლა

· სტარტაპ ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები

ტრენინგ კურსის ხანგრძლივობა: 22 საათი

პერიოდი: 27 ივნისი – 15 ივლისი

სამუშაო ენა: ქართული

ტრენინგ-კურსი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში და მასში ჯამში 16 მსმენელი მიიღებს მონაწილეობას.

კურსში მონაწილეობა არის უფასო.

კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი:

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მოკლე ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი (ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მიზანი და არსებობის შემთხვევაში, ბიზნეს-იდეის მოკლე მონახაზი)

მეორე ეტაპი:

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას (ონლაინ რეჟიმში)

რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@smr.gov.ge (გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ კურსის დასახელება – „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირია – ლალი დევიძე (577 527799; l.devidze@smr.gov.ge);

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 20 ივნისი

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ჭანარი (Luciobarbus capito) 🐟 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი თევზი ჭანარია?

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...