spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ უნდა დაიცვას საქართველოს რიგითმა მოქალაქემ ვიღაცა ვიგინდარა...

“რატომ უნდა დაიცვას საქართველოს რიგითმა მოქალაქემ ვიღაცა ვიგინდარა ბიძინას ფული?!” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა ,,მთავარი არხის“ გადაცემაში ,,დღის სტუმარი’’ მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ პარტიასთან მიმართებაში და რიტორიკულ შეკითხვებს სვამს ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით:

,,ეს არ არის ცუდი ხელისუფლება, ეს არის მოღალატე ხელისუფლება. მოღალატე ხელისუფლებას კი ებრძვიან ყველა შესაძლო კონსტიტუციური მეთოდით, თუმცა დღეს ამ ხელისუფლებას ხალხი არ ებრძვის, მოღალატე ხელისუფლებას ქართველი ხალხი უყურებს და ელოდება. ეს ლოდინი კი შეიძლება დაგვიჯდეს ძალიან ძვირი.

მოთმინება გვაქვს, თუმცა ფიცხებიც ვართ და გვაქვს ამოხეთქვები. ვაი მას, ვისაც ეს ამოხეთქვა თავს დაატყდება. ეს იქნება ზუსტად ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება“. ფულის რეზერვუარად რომ გადააქცია ეს ქვეყანა, საკუთარი ფულის!

გაამათხოვრა ქვეყანა და ვიცავთ ვიშვიშით. რას ვიცავთ? – ბიძინას ფულს ვიცავთ შვეიცარიის ბანკიდან?! არ გავარ**ი ბიძინას და მის ფულსაც?!

რატომ უნდა დაიცვას საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, რომელიც გაღარიბდა. რატომ უნდა დაიცვას ვიღაცა ვიგინდარა ბიძინას ფული?!

წავიდეს თავის ფულიანად და მოშორდეს, რაც უნდა ის გაუკეთებია! როგორ ბედავს ეს ადამიანი ლაპარაკს იმაზე, რომ მე ახლა ხალხი უნდა გამოვიყვანო, თურმე იმიტომ, რომ შვეიცარიის ბანკმა ფულის გადარიცხვა დამიგვიანა.

მერე რა?! ჩვენ რა?! რა ქართველ ადამიანს? რა?! – არაფერი!“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...