spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"სამარცხვინოა რომ დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი...

“სამარცხვინოა რომ დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ” – სალომე ზურაბიშვილი

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის და ამასთან ერთად ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ოჯახური ძალადობის კუთხით არსებული პრობლემების თაობაზე:

მოგესალმებით, ბატონო პრემიერო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
მივესალმები შინაგან საქმეთა მინისტრს,
მთავრობისა და პარლამენტის წევრებს,
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს,
და მოგესალმებით თქვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრებო, რიგითებო!

პოლიციის დღეს ვულოცავ ყველას, რიგით ოფიცერს, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, პატრულის თანამშორომელს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა, ყველას პირადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი პროფესიის და თქვენი პროფესიონალიზმის დღე, რამეთუ ამ 31 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ ნამდვილად შეძლო გარდაქმნა. ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა, პროფესიონალური ძალა, რომელიც ნდობას იწვევს მოქალაქეებში და ეს ყველაზე მთავარია.

თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, თქვენზე დგას მოქალაქეების უსაფრთხოება, თქვენზე დგას ნამდვილად ქვეყნის შინაგანი სტაბილურობა, და ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში უფრო მეტი და მეტი გამოწვევაა. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდები და ბოლოს კოვიდის პანდემია. ყველა გამოწვევების წინაშე, რაც გამოჩნდება შიგნით ქვეყანაში, თქვენ დგახართ პირველ რიგში. თქვენი მოვალეობა და ვალდებულება არის ქვაკუთხედი იმისი, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა შენარჩუნდეს. ეს არის სახელმწიფო. თუ ეს არა, მაშინ სახელმწიფო ვერ იარსებებს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას.

მადლობა იმისთვის, რომ ამ პროფესიას დაუღალავად შესწირეთ და სწირავთ ყველაფერს. ეს ქვეყნისთვის უდიდესი სამსახურია. თქვენზე დგას მოქალაქეების უფლებების დაცვა, რის გარეშეც არ არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო.

თქვენზე დგას ასევე უსაფრთხოების გაძლიერება, კიბერუსაფრთხოება თუ სხვა გამოწვევები, ორგანიზებული დანაშაული, რაც დღეს მსოფლიოში ესოდენ ძლიერააა გავრცელებული.

და მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენ ჩვენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხართ ის ერთ-ერთი ძლიერი ლოდი, რომელსაც ვაბიჯებთ, რომელიც გვაძლიერებს და გვაძლევს უფლებას, რომ მოვითხოვოთ ჩვენი ადგილი ევროპაში. თქვენი პროფესიონალიზმი უკვე არის აღიარებული ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ. თქვენი თანამშრომლობა ევროპოლთან ამისი ერთ-ერთი მაგალითია. ჩვენი პოლიციის ატაშეები სხვადასხვა ქვეყებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და წარმოადგენენ ჩვენი პოლიციის პროფესიონალიზმს. მინდა ამისთვისაც დიდი მადლობა მოგახსენოთ.

მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე: მართალია, ზოგ-ზოგერთებს არ უყვართ სიტყვა „სამარცხვინოა“, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინოა რომ დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ.

ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ. ეს თქვენთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოყვება შემაკავებელი ორდენი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი. მაგრამ ყველამ ისიც ვიცით, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ საქართველოში ეს აღარ მოხდეს. ეს აღარ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ მთავრობამ, პარლამენტმა, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებებით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იმას მივაღწიოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილური, დემოკრატიული ქვეყანა და ეს თქვენი დამსახურება იქნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და დიდი მადლობა ყველაფრისათვის, რასაც თქვენ ახერხებთ და რასაც კიდევ გააკეთებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...