“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი კონკრეტულ გადაწყვეტილებას იღებს და პოლიტიკიდან ისევ მედიაში ბრუნდება:
“დღეს, ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე!
ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც ვითარდება მედიაში.
ამიტომ მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდე.
ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ვრჩები ბრძოლის ხაზზე, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს.
ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა, – თუ სად მივდივარ, მაგრამ, სწორად გამიგეთ, ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ვიცავ გარკვეულ წესებს.
ძალიან მალე ყველაფერი გახდება ცნობილი და გპირდებით, რომ ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

