spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სარჯველაძე: დებატზეც და ინტერპელაციაზეც ოპოზიცია დამარცხდა

მიხეილ სარჯველაძე: დებატზეც და ინტერპელაციაზეც ოპოზიცია დამარცხდა

არაა სწორი, როდესაც არგუმენტების დეფიციტის გადაფარვას ადამიანები ცდილობენ რამდენიმე რეგისტრით მაღალ ტონში საუბრით. ეს მიუღებელია და ეს არის ყველაზე მეტად დაშორება იმისგან, რაც უნდა იყოს რეალურად საპარლამენტო დებატის მთავარი არსი. მე მომეჩვენა ისიც, რომ ამის მთავარი მიზეზი და განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ დებატზეც და ინტერპელაციაზეც ოპოზიცია დამარცხდა“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სტაბილური ეკონომიკური გარემო არის დამსახურება იმ სამართლებრივი რეფორმების, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა საქართველოში და უკავშირდება ეკონომიკის სწორად რეგულირებას.

დღეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, იმ თვალსაზრისით, რაც ეხება სამართლებრივი ჩარჩოს სწორად განსაზღვრას, არის აბსოლუტურად მართებული და დღეს ეს გამოჩნდა, როდესაც აღინიშნა რამდენიმე მნიშნელოვანი ინდიკატორის და მნიშნელოვანი ფაქტორის შესახებ.

ეკონომიკური გარემო რომ სტაბილურია, ეს არის დამსახურება იმ სამართლებრივი რეფორმების, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა საქართველოში და უკავშირდება ეკონომიკის სწორად რეგულირებას და არ შეიძლება არ დავასახელოთ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, რომელმაც ძალიან წინ წაგვწია, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დღის წესრიგში.

ეს არის ის საბაზისო ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა დაზღვეულია მავნე გავლენებისგან, რომელიც შეიძლება მოდიოდეს გარე ფაქტორებისგან და ეს ბევრწილად არის დამოკიდებული სამართლებრივი ჩარჩოს გამართულობაზე.

ის, რომ დღეს, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა სოციალური სახელმწიფოს იდეა, სიღარიბის დაძლევა, დასაქმების გაფართოება – არის უმნიშვნელოვანესი მესიჯი, რომელიც იყო მთავარი და რაც ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...