spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ევროპასთან ინტეგრაციის...

პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რადგან ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე

რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ძალიან კარგი იქნებოდა და კმაყოფილი ვიქნებოდი დღეს ამ ისტორიული შანსის პირობებში, როცა საქართველო ძალიან ახლოს არის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზე, არ მიწევდეს საუბარი საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებზე, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ არჩევანს და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია ჰიბრიდულ ომშია ჩართული საკუთარ მოსახლეობასთან.

დიახ, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რადგან ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. თქვენ არ გჭირდებათ ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე იმიტომ, რომ ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა გაქვთ ერთი ადამიანის წინაშე“, – მიმართა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი ნიშნავს სოციალურ დახმარებაზე ნაკლებად დამოკიდებულ და უფრო მეტ ძლიერ ოჯახს, შესაბამისად, ნაკლები მანიპულაციის შესაძლებლობას არჩევნებზე, კრიმინალების ნაკლებ ჩართულობას საარჩევნო პროცესში.

თქვენ არ გჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, იმიტომ რომ კრიმინალების გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ საარჩევნო უბნებზე.

თქვენ არ გჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, რადგან ძალიან კარგად გრძნობთ თავს ამ ვითარებაში – იღებთ ხელფასებს, პრემიებს, არის კორუფცია, იგებთ ტენდერებს დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ ადამიანები. შესაბამისად ევროპა ამის შესაძლებლობას გამორიცხავს.

ამიტომ, თუ ვინმე იქცა მთავარ დაბრკოლებად ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ ლიდერები. და რაც უფრო იზრდება ეს პერსპექტივა, უფრო და უფრო მძიმე ხდება თქვენი განცხადებები. დერეფნებში კი არ აკეთებენ ანტიქართულ განცხადებებს.

ანტიქართულ განცხადებებს აკეთებთ თქვენ, როცა ყველა იმ ადამის ევროპარლამენტიდან, რომელიც არის საქართველოს ლობისტი, საქართველოს გაწევრიანების ლობისტი, ლანძღავთ და იხსენიებთ როგორც საქართველოს მტრებს. აი ეს პროცესი ავნებს ევროინტეგრაციის პროცესს.

გამიხარდებოდა, ამაზე კი არ ვსაუბრობდეთ პარლამენტი, იდეების კონკურენცია გვქონდეს – როგორ დავამარცხებდით სიღარიბეს, როგორ შევქმნიდით დამატებით სამუშაო ადგილებს, როგორ შემოვიტანდით უფრო მეტ ინვესტიციას, მაგრამ თქვენ ეს არ გჭირდებათ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ, ამერიკული “დიპსტეიტის” ყოვლისშემძლეობაზე, ქოცურ ბოდვას დაუჯერებს,...

ლოგიკურ შეუსაბამობებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...