spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთი სული აქვთ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის...

“ერთი სული აქვთ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ იქნებ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ამით მაინც მიაღწიონ საწადელს” – სოზარ სუბარი ოპოზიციაზე

არც ერთი მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების არ არსებოს. სასამართლო რეფორმა რა დონეზეა,  ამის ნათელი მაგალითია 11-ჯერ შემცირებული სარჩელები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სწორედ ამიტომაა, რომ მათ არ აქვთ იმედი, რომ რამეს დაამტკიცებენ და ამიტომ აქვთ ერთი სული, რომ საქართველომ ვერ მიიღოს  კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ ამით მიაღწიონ ხალხის მღელვარებას, ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და იქნებ ამით მაინც მიაღწიონ საწადელს“, –  განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისი და ახალი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება დაჩქარდეს.

თუ ოპოზიციას მართლა სჯერა იმის, რასაც ამბობენ, რომ ქვეყნაში დემოკრატიული რეფორმები შეფერხებულია და დემოკრატიული პროცესი უკუსვლას განიცდის, რომ სასამართლო რეფორმა არ მიდის საჭირო მიმართულებით, რომ ქვეყნაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომ არჩევნები ყალბდება და საარჩევნო რეფორმა გაჩერებულია, მაშინ თვითონ უნდა იბრძოდნენ სწორედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად  მივიღოთ  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან  ეს იქნება ამ რეფორმების დაჩქარების საფუძველი, თუმცა მათ ყველაზე კარგად იციან, რომ რასაც ამბობენ ყველაფერი არის ტყუილი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანი, რომლის სახელიც ცოდნას უკავშირდებოდა, ამქვეყნად სიცოცხლეს შესაბამის ადგილას გააგრძელებს” – გიორგი კეკელიძე გიგა...

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...