ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორდავა კომენტარს აკეთებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ინფორმაციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით:
,,გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორი თავად იყო ღია და გამჭვირვალე უწყება, ჩვენ ასევე ვზრუნავდით იმაზე, რომ სხვა სახელმწიფო უწყებებიც ყოფილიყვნენ ანგარიშვალდებულები საზოგადოების წინაშე.
ჩვენ გამოთხოვილი გვქონდა საჯარო ინფორმაციები და მონაცემები. მონაცემებს არ გასცემდნენ ისინი ამა თუ იმ სიტუაციებში და აღმოვაჩინეთ, რომ საჯარო უწყებებს აქვს სხვა და სხვა პრაქტიკა ერთი და იგივე საკითხებთან მიმართებით.
შემთხვევები არის, როდესაც არ გაიცემა, მაგალითად, ხელფასებთან, ანაზღაურებებთან, პრემიების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია მაშინ, როცა სახოგადოებისთვის პირველ რიგში ეს არის საინტერესო, ხომ – რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა?“ – განაცხადა ლონდა თოლორდავამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


