პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მართავს ერთი ადამიანი თავისი პაიკებით" - რომან...

“საქართველოს მართავს ერთი ადამიანი თავისი პაიკებით” – რომან გოცირიძე

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი რომან გოცირიძე “მთავარი არხის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ ოპოზიცია ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, ხელისუფლება განტევების ვაცს ეძებს იმის გამო, რომ შესაძლოა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩამოშორდეს:

,,საქართველოს მართავს ერთი ადამიანი თავისი პაიკებით. ამიტომ არის სერიოზული შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო შეიძლება ამ პროცესს ჩამოცილდეს. ამიტომ ეძებენ განტევების ვაცს.

როგორც წესი განტევების ვაცად მოიაზრება ოპოზიცია. სხვისთვის გადაბრალების პოლიტიკა დიდი ხანია აქვს ,,ქართულ ოცნებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ

ინფორმაციისთვის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი მედიასთან: ,,ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებულები მეც მიყვებოდნენ, ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მიდიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ – ათას ცილისწამებას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ რაიმენაირად ჩვენს მოქალაქეებს არ მიეღოთ უვიზო კავშირი.

მითხრეს, რომ რა ხდება?! რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რომ რაიმენაირად იქნებ, ასე ვთქვათ, არ იქნას პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში?!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...