ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის CEPS-ის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ ანგარიშს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე აფასებს. გიორგი ვაშაძის თქმით ხელისუფლების ოფიციალური პირებისა და ივანიშვილის ქმედითი ნაბიჯები პირდაპირი ნიშნულია იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს განაცხადს უარი უთხრას. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით ისტორიული შანსი, რომელიც დღეს საქართველოს გამოუჩნდა აუცილებლად გამოსაყენებელია:
“ “ქართული ოცნება”, ივანიშვილიდან დაწყებული ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებებით დამთავრებული, ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას.
ფორმალურად ვითომ ავსებენ განაცხადს, ერთი ხელით და მეორე ხელით ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს აკავებენ. ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გვაქვს მიკერძოებული მართლმსაჯულება.
გადასულები არიან დასავლელი პარტნიორების მიმართ ცილისწამებული და ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებაზე.
უნდა გამოვფხიზლდეთ, ჩვენ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ეს შანსი, რომელიც დღეს საქართველოს გვაქვს, არ უნდა ჩავაბაროთ ოლიგარქულ ან კლანურ მმართველობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

