ორშაბათი, მაისი 20, 2024

გიორგი ვაშაძე – “ღიად ვთქვათ – „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესი შეფერხდეს და რუსეთთან პირისპირ დავრჩეთ”

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესი შეფერხდეს და რუსეთთან დავრჩეთ პირისპირ“, – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით მმართველი პარტია ხელს ამერიკას, ევროპას ადებს და ამბობს, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან. ვაშაძემ ასევე ბრიუსელში მორიგ ვიზიტზე ისაუბრა, რადგან, როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნების” იმედზე არ იყოს ჩამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი:

მმართველ პარტიას პასუხები არ აქვს, ამერიკას, ევროპას ადებენ ხელს და ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ იბრძვიან. ჩვენი, საქართველოს ეროვნული ინტერესი რა არის? – ძლიერი, სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველო, სადაც იქნება ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული და გვექნება უსაფრთხოება.

ჩვენთვის ამის გარანტი ვინ არის? – ამის გარანტი არის ამერიკა, ევროპა, ის მისწრაფება თავისუფლებისკენ, რომელიც გვაქვს.

ღიად ვთქვათ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესი შეფერხდეს და რუსეთთან დავრჩეთ პირისპირ! მაგრამ ესეც არ გამოუვათ, რადგან ხალხისთვის გზავნილი ევროპელების მხრიდან იქნება ძალიან კონკრეტული.

ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ არანაირი დაჩქარებული გაწევრიანება არ მოხდეს საქართველოსი, არც ევროკავშირში და მითუმეტეს „ნატო“-ში. ეს არის ჩვეულებრივ ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის პუტინის დავალება. ამის უფლებას არ მივცემთ, მათ გავაშიშვლებთ.

ჩვენ ისევ მივდივართ ბრიუსელში, რომ ამათ იმედზე არ იყოს ჩამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული