spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, თქო, მაგას ვამბობ..." -...

“ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, თქო, მაგას ვამბობ…” – ნინო წილოსანი შეკითხვაზე – შეურაცხმყოფელი ფაქტები პუტინის მხრიდან არ გახსენდებათ?

ტელეკომპანია “ფორმულა”-ზე გასულ ანონსში გადაცემა „დროების“ ჟურნალისტის შეკითხვაზე – “თუ გახსენდებათ ერთი შემთხვევა მაინც, თუ შეგიძნიათ მომიყვანოთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა “ვიგინდარა”, “სამარცხვინო არსება” ან რამე მსგავსი პუტინის მისამართით გიხმარიათ?” თავის პოზიციას აფიქსირებს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი:

მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა ნამდვილად არ მახსენდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ჟურნალისტის მხრიდან დასაკონკრეტებლად დასმულ შეკითხვაზე – “პუტინის მხრიდან არ გახსენდებათ?” მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მოკლედ პასუხობს:

ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, თქო, მაგას ვამბობ…” – აკონკრეტებს ნინო წილოსანი.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში, ციტირებული ტექსტის ე.წ. ბანერს აქვეყნებს დამატებითი წარწერით “მანიპულაცია”, თავისი განმარტებების თანხლებით:

ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინისგან” – ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი მაგ თქვენს უწყვეტ კადრში!
მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი!
პირიქით!!! კითხვაზე პასუხად დაგიზუსტეთ, ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი და ოკუპანტი რომ პუტინია, ეგეც უნდა დამეზუსტებინა ეს ამორალურობა რომ არ გეკადრებინათ?” – წერს ფეისბუქის საკუთარი გვერდის კომენტარებში ნინო წილოსანი.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...