spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, თუმცა ჩვენ...

საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, თუმცა ჩვენ ოპოზიციური ფლანგიდან ყველანაირად ვცდილობთ საქართველოს ინტერესების გატანას და დაცვას – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ აქტიურად განაგრძობს შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით და გაძლიერებული მხარდაჭერით სამი ძირითადი საკითხის დაყენება შეძლეს:
1) თავისუფალი ვაჭრობის დაწყება;
2) საქართველოს თავდაცვის კუთხით გაძლიერება;
3) ”ქართული ოცნების” მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეფორმების განხორციელება.

ამერიკის მხრიდან მეტი თანამშრომლობით და გაძლიერებული მხარდაჭერით დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი:

პირველ რიგში ეს იყო თავისუფალი ვაჭრობის საკითხის დაწყება და ამაზე ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო იგივე კონგრესმენების მხრიდან. ამას სჭირდება მუშაობა, მაგრამ ჩვენი მხრიდან ეს საკმარისი არ იქნება, რადგან პირველ რიგში ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს და იმუშაოს, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ, ვაკეთებთ ჩვენ ოპოზიცია. ჩვენი აქტიურობის მიუხედავად ეს საკმარისი ვერ იქნება იმიტომ, რომ ოპოზიციური ფლანგიდან ხელისუფლების გასაკეთებელს ვერ გააკეთებ.

მეორე საკითხი ეს იყო მხარდაჭერა თავდაცვის უნარიანობის კუთხით. ჩვენ აქ ყველას ვეუბნებით წარსულში მომხდარ მოვლენებს, რომ იყო 2008 წელი, 2014 წელი, ხომ არ უნდა დაველოდოთ მსგავსი ტიპის მოვლენებს და მერე დაიწყოს მსოფლიომ და თუნდაც ჩვენმა პარტნიორებმა ჩვენზე ზრუნვა?! ამიტომ ახლავე პრევენციულად უნდა იყოს თავდაცვის უნარიანობაზე და იგივე თავდაცვის საშუალებებზე საუბარი საქართველოსთან მიმართებაშიც.

მესამე საკითხი და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასიურობა. “ქართული ოცნება” საერთოდ არ აქტიურობს ჩვენს პარტნიორებთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არც ევროკავშირთან მიმართებაში. ახალმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ გააჩინა უზარმაზარი შესაძლებლობები საქართველოსთვის, რომ პოლიტიკურად დაჩქარდეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ ყველაფრისთვის ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ის დუმს, თუმცა ჩვენ ოპოზიციური ფლანგიდან ყველანაირად ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატანას და დაცვას“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...