პარასკევი, მაისი 17, 2024

“8 მაისი არის დღე, როდესაც უკრაინელები და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ ჩვენ რაშიზმთან დანებებას არ ვაპირებთ” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საგანგებო განცხადებას აკეთებს 8 მაისთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტის წინ უკრაინელ მეგობრებთან ერთად საპროტესო აქციას გამართავს:

,,უკრაინელ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ჩამოვიდნენ ომიდან, რომლებისთვისაც ომი არის არა უბრალოდ ეკრანზე მიმავალი მოვლენები, არამედ მათ საკუთარ ტყავზე გამოცადეს ყველაფერი, ჩვენი მარიუპოლელი, ხერსონელი, ზაპოროჟიიდან, კიევიდან მეგობრები, უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან.

მათ გაიარეს ის ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენ, ყველას ერთად, რა თქმა უნდა, გვზარავს.

მათ გაიარეს რაშიზმის ის ჯოჯოხეთი, რომელიც გავლილი აქვს, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, არაერთხელ ჭუბერზე, ჩვენს სხვა რეგიონებში. გავლილი აქვთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ებრძოდნენ ამ ბოროტების მანქანას. დღეს ჩვენ ნაცვლად და ჩვენთვის ამ ბრძოლას გმირულად აწარმოებენ ჩვენი უკრაინელი ძმები და დები.

ხვალ არის 8 მაისი. დღე, როდესაც 77 წლის განმავლობაში მსოფლიო აღნიშნავდა ნაციზმის დამარცხებას. დღეს ჩვენ ერთად – ჩვენ და უკრაინელები, ვამარცხებთ რაშიზმს. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული.

8 მაისი არის დღე, როდესაც უკრაინელები და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ ჩვენ რაშიზმთან დანებებას არ ვაპირებთ.

სწორედ ამიტომ, ხვალ 2 საათზე, ვუხმობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პარლამენტის წინ, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად – ,,სვიტოკი“, რომელიც თავად მოგმართავთ. ეს არის უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია ძალიან აქტიური საქართველოში და ასევე, ჩვენ მარიუპოლელ მეგობარ საშასთან ერთად, რომელიც ახალი ჩამოსულია და მეგობრებთან ერთად გვიერთდება ხვალ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული