ორშაბათი, მაისი 20, 2024

“ჩვენი ღრმა პატივისცემის მიუხედავად ქალბატონი კელისადმი “ნაციონალური მოძრაობა” დიახ არის ომის და ღალატის პარტია” – ალუდა ღუდუშაური

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვას არავინ ცდილობს:

,,ჩვენი ღრმა პატივისცემის მიუხედავად ქალბატონი კელისადმი, ,,ნაციონალური მოძრაობა“ დიახ არის ომის და ღალატის პარტია.

,,ნაციონალური მოძრაობიდან’’ არაერთი ,,ცხელი თავი’’ აკეთებდა განცხადებას, მოწოდებას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ მაშინ, რომ თვითონ პარტია ამ ადამიანებს გამიჯვნოდა ან გაეკეთებინათ განცხადება, რომ დიახ, ეს არის არასწორი. ასეთი რამ ვერ მოვისმინეთ, მაგრამ დიახ, მნახეთ მოქმედებები.

ქალბატონ კელისთან მიმართებაში ჩვენი პატივისცემა არის ძალიან დიდი, მაგრამ როდესაც პირები დღეს, რომლებიც ჩვენ რაიმეს გვიწუნებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიახ, მათი რეზოლუციაზე ხელმოწერით, რომელიც ადანაშაულებს ჩვენს ქვეყანას აგრესიული ომის წარმოებაში, მე მგონი ეს არის ღია, საჯარო და ყველას შეუძლია ნახოს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული