spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოებამიუღებელია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტთან დაკავშირებული საკითხით პოლიტიკური...

მიუღებელია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტთან დაკავშირებული საკითხით პოლიტიკური სპეკულირება – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო განცხადებას ავრცელებს უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებასთან დაკავშირებით:

გვსურს, გამოვეხმაუროთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში შექმნილ სპეკულაციებს.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია და დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად. კონცეფცია არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ პროფესიულ წრეებთან, სახელმწიფო უწყებებთან, პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციებთან, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.

დოკუმენტის მომზადების პროცესში ასევე ჩართულნი იყვნენ უცხოელი პარტნიორები, გაზიარებული იქნა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და ექსპერტული მოსაზრებები.

უკრაინაში საომარი მოქმედებებიდან, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გარემოსა და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პარლამენტში გაგზავნამდე, დოკუმენტი განახლდა და ის საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონცეფციის პროექტი იანვრის ბოლოს დაგზავნილ იქნა 30- მდე არასამთავრობო ორგანიზაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, შემდგომ პერიოდში მედიაში ფართოდ და პოზიტიურად გაშუქდა, მიუღებელია ხსენებული საკითხით პოლიტიკური სპეკულირება,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...