spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ არ ამოიღო ხმა, როცა დეპუტატობიდან გამრიცხეს და...

“რატომ არ ამოიღო ხმა, როცა დეპუტატობიდან გამრიცხეს და ლეიბორისტული პარტია აკრძალეს?!” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება პოლიტიკური სპექტრის ერთიანობასთან დაკავშირებით:

ესე იგი ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის, ელისაშვილის გვერდზე უნდა დავდგე? და ამას მოგვიწოდებს ამერიკის ელჩი?!

არ დაიჯეროთ, რომ ეს ამერიკის პოზიციაა. ეს ამ ქალბატონის პირადი ურთიერთობის თემაა ივანიშვილთან, რაც ძალიან სამწუხაროა.

თუ ასე მნიშვნელოვნად მიაჩნდა პარლამენტში მუშაობა, რატომ არ ამოიღო ხმა, როცა დეპუტატობიდან გამრიცხეს და ლეიბორისტული პარტია აკრძალეს?!

ნუ მოკლედ ყველაფერი გასაგებია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ ბაიდენს ეს ქალბატონი სადმე სხვაგან დააწინაუროს ოღონდ არა საქართველოში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

ინფორმაციისთვის – საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის პოზიცია ერთიანობასთან დაკავშირებით:

უკრაინასა და აქ, საქართველოში, გარკვეულ ადამიანებს შორის, ურთიერთბრალდებების საკითხს რაც შეეხება – მე არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს ჩაითრიოს საქართველო ომში. სინამდვილეში, მე მოვისმინე, რომ ადამიანები არიან ძალიან ფრთხილი და ძალიან სენსიტიური იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია რუსული ძალები.

საქართველომ უკვე გამოიარა საკუთარ მოქალაქეებზე რუსეთის ძალების თავდასხმისა და ტერიტორიის ოკუპაციის მტკივნეული გამოცდილება.

ასე რომ, ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს ყველასთვის, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...