spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები“ქართული ოცნება” საკუთარ ქვეყანას უცხადებს ომს, როცა ყოფილი...

“ქართული ოცნება” საკუთარ ქვეყანას უცხადებს ომს, როცა ყოფილი პრეზიდენტის გამოცხადებულ სიკვდილს ელოდება – ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და მწვავე საპასუხო შეფასებებს აკეთებს:

მიხეილ სააკაშვილმა ჭამოს და ამით მოგვარდება ყველაფერი“ – არის სრული სიცრუე. ეს უთანაბრდება არაადამიანურ დამოკიდებულებას. ამ დიაგნოზის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მიშას არ აქვს მინიმალური პირობა ჯანმრთელობის რეაბილიტაცია მოხდეს. ანორექსია ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ იღებს საკვებს. სურვილი – საკვები მიიღოს განკურნებას ვერ მოიტანს.

“ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მინდა ვკითხო: როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ევროპული მომავალი, თუ მესამე პრეზიდენტი ციხეში მოგვიკვდება, როგორ წამოუდგენიათ ჩვენი შვილების ცხოვრება უმძიმეს მოვემულობაში, რაც შეიძლება ძალიან მალე დადგეს? რატომ შეიძლება საკუთარ ქვეყანას არგუნო ეს განუკურნებელი ხვედრი? დაფიქრდით.

რა ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს საკუთარი თავის დამცირებაა. საკუთარი სტანდარტის ყველაზე დაბალი ხარისხია.

“ქართული ოცნება” საკუთარ ქვეყანას უცხადებს ომს, როცა ყოფილი პრეზიდენტის გამოცხადებულ სიკვდილს ელოდება“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ინფორმაციისთვის: “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში განაცხადა, რომ “კაცს შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას. კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ამით ყველაფერი“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...