ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"მინდა, ყველა სამხედროს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სამსახურისთვის" -...

“მინდა, ყველა სამხედროს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სამსახურისთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ჯარს, ჩვენს ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიდი პატივი და პატრიოტიზმია, ერთგულად ემსახურო შენს ქვეყანას, იყო მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის – ქართული ჯარის ნაწილი.

დიდი სიამაყის განცდაა, შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებასა და გაძლიერებაში. მინდა, ყველა სამხედროს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სამსახურისთვის. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად იცავდნენ ყველა ფრონტზე, მათ შორის იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას და სტაბილურობას.

თავდაცვის ძალების დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებიც ურთულესი გამოწვევების პირობებში ერთგულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და ჯარს და პირნათლად მოიხადეს თავიანთი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე. არ არსებობს თავდაცვის ძალების არც ერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ძალიან დიდია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასევე, ძალიან მიხარია, რომ მათ კვალდაკვალ, ჩვენ გვყავს ახალგაზრდა სამხედროები, მაღალი დონის სამხედრო განათლებით, დიდი მოტივაციით და შემართებით, რომლებიც გამოცდილი მებრძოლების გვერდით იმაღლებენ თავიანთ პროფესიონალიზმს და განასახიერებენ ჩვენს მომავალს.

თავდაცვის ძალების დღეს უნდა გავიხსენოთ ჩვენი დაღუპული გმირი მეომრები. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ისინი ყოველთვის დარჩებიან ჩვენი ჯარის და საზოგადოების მეხსიერებაში, როგორც პატრიოტიზმის და თავდადების მაგალითი”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს წევრ ქვეყნებს ქართული ჯარის გაძლიერების მხარდაჭერისთვის.

ჩვენი ისტორია და დღევანდელობა, რომელიც გამოწვევებით იყო და არის აღსავსე, ჩვენგან მოითხოვს, კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის პროცესი. დასახული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მნიშვნელოვნად გაზრდას.

დღევანდელ დღეს მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს – აშშ-ს, ნატოს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს, ეხმარება ჩვენი ჯარის გაძლიერებას. დღეს, თავდაცვის ძალები ნდობის კუთხით, ეკლესიასთან ერთად, არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში.

ეს, რა თქმა უნდა, თქვენი, თითოეული სამხედროს დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისთვის, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას ყველგან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დღე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

სსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით ახლად მოდერნიზებულმა UH-1 იროკეზის ტიპის ვერტმფრენებმა ვაზიანის სამხედრო ბაზას საქართველოს დროშით გადაუფრინეს. ასევე, ბაზას გადაუფრინეს თავდაცვის ძალების კუთვნილმა განახლებულმა „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

პარალელურად, ბრიგადის ტერიტორიაზე, საწვრთნელი თვითმფრინავიდან, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა საპარაშუტო ნახტომი განახორციელეს, რომლის დროსაც საქართველოს სახელმწიფო დროშა და თავდაცვის ძალების დროშა გაშალეს.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 31 წლის წინ, 30 აპრილს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სწორედ ეს მოვლენა გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების დღის შექმნის საფუძველი.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის...

“ტრამპმა უბრალოდ სამიოდე თვით გაითამაშა “მშვიდობისმყოფელის” როლი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ თავის...

ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილი საპატიმროდან: "არასწორად გამოყენებულ სიტყვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...