spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციის უდიდესი ნაწილი უნდა გავიდეს პოლიტიკურ პენსიაში" -...

“ოპოზიციის უდიდესი ნაწილი უნდა გავიდეს პოლიტიკურ პენსიაში” – არჩილ გამზარდია

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ოპოზიციასთან მიმართებაში საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს ჟურნალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

IRI-ს კვლევის შედეგებს მეტ-ნაკლებად რეალისტურად მაინც თუ მივიღებთ და არა იმდენად ციფრებით, არამედ პროპორციული შედარებითობით მაინც, მარტივად ჩნდება შემდეგი წინაპირობები:

1. ოპოზიციას არ აქვს არანაირი რესურსი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა შექმნას ხელისუფლებასთან მიმართებაში;
2. არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში “ქართული ოცნება” მოდის არა თუ უმრავლესობით, არამედ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი;
3. ოპოზიცია მსგავს გადანაწილებაში რჩება პარლამენტს გარეთ, შედის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და ისიც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით, ნულოვანი შესაძლებლობებით.
შეიძლება ითქვას, “ქართულ ოცნებას” მდგრადი ძალაუფლება აქვს (რასაც მე სულ ვამბობდი და რას ამბობ, ცდებიო) და არც არაფერზე ზრუნვა არ სჭირდებათ მანამ, სანამ ოპოზიცია არის ისეთი, როგორიც არის.

აქ პრაქტიკული გამოსავალი არ ჩანს, არსებობს მხოლოდ თეორიული გამოსავალი და ის გულისხმობს, რომ ოპოზიციის სრული უდიდესი ნაწილი უნდა გავიდეს პოლიტიკურ პენსიაში, რაც ჩვენი ოპოზიციური სუბიექტების ამბიციებს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია.

ამიტომ კიდევ დიდ ხანს, “ქართული ოცნება” იქნება პარაზიტი სახელმწიფოზე, რომელიც თითოეული ჩვენგან სასიცოცხლო რესურსებს გამოგვწურავს, თუმცა, არავინ იქნება მისი კონკურენტი, რადგან კონკურენტები კიდევ უფრო რეპუტაცია შელახულები არიან, ვიდრე თავად ხელისუფლებაა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

IRI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი – აპრილი 2022 წელი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...