spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოლიგარქ ივანიშვილს, მისი სურვილების შემსრულებელ ბატონ ღარიბაშვილს და...

“ოლიგარქ ივანიშვილს, მისი სურვილების შემსრულებელ ბატონ ღარიბაშვილს და მის მთავრობას ურთიერთობა აქვთ სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან” – სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კომენტარს აკეთებს პარტია ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობასთან მიმართებაში. ოპოზიციონერი ლიდერი, ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გათვალისწინებით, ხელისუფლების კავშირებზე საუბრობს რუს ოლიგარქებთან:

,,ახლა უკვე ყველაფერი დალაგდა.

საქართველოში მყოფ ოლიგარქ ივანიშვილს, მისი სურვილების შემსრულებელ ბატონ ღარიბაშვილს და მის მთავრობას თურმე ურთიერთობა აქვთ სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან.

ევტუშენკოვი დავით ხიდაშელის საშუალებით ალაგებს ურთიერთობებს ბატონ ივანიშვილთან – ბიზნესს, სხვადასხვა საქმიანობას.

ახლა ისიც გასაგები ხდება – რატომ გადასცეს ბატონ დავით ხიდაშელს 104 ათასი ჰექტარი მიწა, რატომ სარგებლობს ასეთი პრივილეგიებით და ა.შ.?!

ანუ ყველაფერი ლაგდება!“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

P.S. ინფორმაციისთვის – სერგო ჩიხლაძის პოსტი სოციალურ ქსელში:

რა გამომდინარეობს ახალი ჩანაწერებიდან (“აბნიმაიუს” და “დოროგოის” გარდა):

1. ივანიშვილი კვლავ აგრძელებს სანქცირებულ რუს ოლიგარქთან ბიზნესის კეთებას;

2. პრემიერი ღარიბაშვილი კვლავ რჩება ივანიშვილის ახალგაზრდა თანაშემწედ, მაგრამ შედეგების კუთხით, კიდევ უარესია, როდესაც ოფიციალურად, მაინც პრემიერ მინისტრი, სანქცირებული პირებთან და კომპანიებთან შუამავლობს;

3. როგორც ჩანს, სანქციების შესაძლო გვერდის ავლასთან დაკავშირებით, უკრაინის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებები და წუხილები უსაფუძვლო არ ყოფილა;

5. დავით ხიდაშელისთვის 104 000 ჰექტარის გადაცემაც გასაგები ხდება, რატომ და რისთვის ასაჩუქრებენ მას;

6. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ საკითხზე დაჩქარებულად გამოძიებას დაიწყებდნენ, ყველა მონაწილე პირის გამოკითხვით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგო ჩიხლაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...