spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაიწვიეთ ელჩი, გაქვთ პოლიტიკური გონორი - რატომ?!" -...

“გაიწვიეთ ელჩი, გაქვთ პოლიტიკური გონორი – რატომ?!” – თამთა მეგრელიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიზე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით ცალკეულ ფაქტებზე საუბრობს იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი და კონკრეტული პრეტენზიებით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის:

მედიის ცნობით, ზელენსკიმ თქვა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ის გარემოებები, რომელთა გამოც, აზერბაიჯანი უკრაინას იარაღს ვერ აწვდის, თუმცა აღნიშნავს ამ ქვეყნიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მნიშვნელობას.

ამ დროს საქართველო პირველია უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთით – უკრაინა დუმს;

ამ დროს საქართველომ მიიღო, დააბინავა, მზრუნველობს, უფასო სერვისებს სთავაზობს უკრაინელ ხალხს – უკრაინა დუმს;

ამ დროს საქართველო ყველა გადაწყვეტილებით, მათ შორის საერთაშორისო დონეზე დგას უკრაინის გვერდით – უკრაინა დუმს;

არადა ეს ის საქართველოა, რომელიც წლებია უძლებს 2008 წლიდან დაწყებულ ომს;

ეს ის საქართველოა რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;

ეს ის საქართველოა, რომლის დედაქალაქიდან 29 კილომეტრში დგას რუსული ჯარი და რუსული ტანკები;

ეს ის სამმილიონიანი სისხლისგან დაცლილი საქართველოა, რომელსაც რატომღაც სისხლსაც სთხოვთ.

გესმით ყველა სხვა ქვეყნის, მაგრამ არა საქართველოსი!

გაიწვიეთ ელჩი, გაქვთ პოლიტიკური გონორი
– რატომ?!
– რატომ?!

და სანამ თქვენ ამ კითხვებზე გასაცემ პასუხებს ეძებთ, მე მაინც ამაყად ვიტყვი, რომ ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით!

მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს, ამინ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...