spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - 10 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“...

გიორგი ვაშაძე – 10 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა ვუწოდოთ “მატყუარა ოცნებების პარტია“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განცხადება გააკეთა, სადაც ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული ტყუილის დამადასტურებელი ფაქტი წარმოადგინა.

ვაშაძემ „ქართული ოცნება“ ტყუილში დაადანაშაულა და მმართველ პარტიას „მატყუარა ოცნებების პარტია“ უწოდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ხელისუფლება მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის არარეალური მონაცემების გამოქვეყნებაში ამხილა და სავალუტო ფონდის ოფიციალური მონაცემები წარმოადგინა, შემდეგ კი ამ მონაცემებზე დაყრდნობით მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის პროცენტები დაასახელა:

10 წლის თავზე მმართველ პარტიას ჩვენ უნდა ვუწოდოთ “მატყუარა ოცნებების პარტია”.

მე ხელთ მაქვს კონკრეტული ტყუილის დამადასტურებელი ფაქტი, რომელსაც 2 დღეა გვაჯერებენ. გვეუბნებიან, რომ მომდევნო 5 წლის მანძილზე საქართველოში ორნიშნა ციფრით გაიზრდება ეკონომიკა და ამის დასტურად მოჰყავთ სავალუტო ფონდის თითქოს და რაღაც მონაცემები, მე ხელში მიჭირავს სავალუტო ფონდის ოფიციალური მონაცემები, რომელიც ძალიან სამწუხაროა საქართველოსთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა არა ორნიშნა ციფრით, არამედ წელს 3.5%-ით გაიზრდება, არა ორნიშნა ციფრით არამედ მომავალ წელს 5%-ით გაიზრდება და საშუალოდ 5%-ია ის საუკეთესო ზრდის მაჩვენებელი, რომელიც ამ პირობებში ჩვენ უნდა ვნახოთ.

ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი „მატყუარა ოცნებების პარტიის“, თუ როგორ ატყუებს მოსახლეობას, როგორ გვატყუებს ჩვენ, როგორ გვიმტკიცებს საკუთარ ოფიციალურ განცხადებაში, რომ მსოფლიოში რაღაცაში ვართ პირველები და რაღაცაში მესამეები.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავარი პრობლემა და თავის ტკივილი დღეს არის კორუფცია, მიკერძოებული და კლანური სასამართლო, ადამიანის უფლებების დარღვევა და დაცლილი ქვეყანა, უკიდურესი გაჭირვების გამო ემიგრაციაში წასული ასობით ათასი ადამიანი.

ვწუხვარ, რომ „მატყუარა ოცნებების პარტიამ“ საკუთარი 10 წლის იუბილე აღნიშნა იმით, რომ სავალუტო ფონდი სურს ჩაითრიოს დიდ ტყუილში. მე ეს ინფორმაცია ოფიციალურად მივაწოდე სავალუტო ფონდს, როგორი ტყუილებით დაიწყეს მათ მტკიცება 10 წლისთავზე, რომ მომდევნო 5 წელში ორნიშნა ციფრით გაიზრდება ეკონომკა საქართველოში.

გაოცებულები ვიყავით – არანაირი რეფორმა არ ტარდება, არაფერი არ კეთდება და როგორ?!

დღეიდან გთავაზობთ 10 წლის თავზე “ქართულ ოცნებას” დავუძახოთ „მატყუარა ოცნებების პარტია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ ვაზვიადებთ იმედის და ქოცპროპაგანდის შესაძლებლობებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეარხის მიერ ჩატარებულ...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...