,,სტრატეგია აღმაშენებლის„ გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის 10 წლის იუბილეს შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ბიძინა ივანშვილის ფაქტორზე და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებს რეალურად ანგარიშვალდებულება აქვთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ და არა ქვეყნის:
,,რაც შეეხება ,,ქართული ოცნების“ 10 წლის იუბილეს – ჩვენმა მოქალაქეებმა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მმართველ პარტიას წორედ ბიძინა ივანიშვილიდან გამომდინარე არ სცალია საქართველოსთვის.
მათ საზრუნავს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება. თქვენ იცით, რომ მთელი სტრუქტურები გადართულია ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე.
რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ დარღვეულია მთავარი პრინციპი დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის ხალხის წინაშე.
,,ქართული ოცნების’’ ყველა ლიდერმა, ვისაც არ უნდა ჰკითხო, იცის, რომ ის დანიშნულია და წარდგენილია არა ხალხის მიერ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ.
სწორედ ამიტომ მათ ანგარიშვალდებულება აქვთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მათ არ სცალიათ საქართველოსთვის. ამიტომ არიან საზიანო საქართველოსთვის!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


