spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირომან გოცირიძე: "სანქციებს არ შეერთებიხართ და სანქცირებულ საქონელს...

რომან გოცირიძე: “სანქციებს არ შეერთებიხართ და სანქცირებულ საქონელს როგორ შეაჩერებთ?”

რუსეთის სახელმწიფო ეკონომიკური გაკოტრების ზღვარზეა. უკვე შერჩევითი დეფოლტი გამოცხადდა რუსეთში, ვალების გადახდა არ შეუძლიათ და ძალიან ბევრი ეკონომიკის სექტორი არის გაჩერების პირას.

ეს არის იმ სანქციების შედეგი, რომელიც არის რუსეთის აგრესიის შემაჩერებელი და რომელიც არის ერთ-ერთი საბრძოლო იარაღი იმისა, რომ გადარჩეს უკრაინა, გადარჩეს საქართველო და რუსეთმა ვერ გაბედოს გამოლაშქრება სხვა ქვეყნებისაკენ.

და როდესაც საქართველოს ხელისუფლება სანქციებზე საუბრობს, იტყუება.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე განსაკუთრებულად აკონტროლებენ საბაჟოს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სანქცირებული საქონელი საქართველოდან ვერ შევა რუსეთში“, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა რომან გოცირეძემ პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატმა კონკრეტული საბაჟო კოდი წარმოადგინა და განაცხადა, რომ ეს არის კოდი იმ სამშენებლო მასალებისა რომელმაც გაანადგურა რუსეთის სამშენებლო სექტორი. „ამ სასაქონლო კოდით რუსეთში შედიოდა და ახლა ვერ შედის უნიტაზები, აბაზანის სისტემები, მილები, ონკანები. სანქციების ქვეშ მოაყოლა ევროკავშირმა და ახლა რუსეთი იმას ფიქრობს როგორმე შემოიტანონ ჩინეთიდან, რაც ორჯერ გაუძვირდებათ, ლოგისტიკის ხაზის აწყობა ძალიან ძნელია, ხარისხიც სხვა არის. გაჩერდა მშენებლობა.

ახლა მინდა მთავრობას მივმართო, საქართველოში რომელიმე ფირმამ რომ იყიდოს 1000 უნიტაზი ევროპაში, შემოიტანოს საქართველოში და შემდეგ მიყიდოს რომელიმე რუსულ კომპანიას, ამას საბაჟოზე ვინმე გააჩერებს? ვერავინ გააჩერებს. რადგან არც კანონი მიგიღია, არც ბრძანება გამოგიცია, არც სანქციებს შეერთებიხარ და სანქცირებულ საქონელს როგორ შეაჩერებთ.

თქვენი ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ არ იყოს უკრაინის გვერდით, და არ გამოუცხადოს სოლიდარობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...