spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კრიმინალები არიან კვლავაც უკრაინის ხელისუფლებაში!" - ირაკლი კობახიძე

“კრიმინალები არიან კვლავაც უკრაინის ხელისუფლებაში!” – ირაკლი კობახიძე

უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტთან და საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:

,,პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი რანგით გამოდის ერთი და იგივე. ჩვენ, შესაბამისად, ამ რანგის ვიზიტის ორგანიზებისთვის გვჭირდება გარკვეული წინაპირობების არსებობა, რაც არის ჩვენი მხრიდან არა რაღაც თვითმიზანი, არამედ ეს არის ელემენტარულად ჟესტის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობრობის სურვილი აქვს ხელისუფლებას.

მეგობრობა არის აბსოლუტურად სუფთა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს 100%-ით არ გადაიზარდა ხელისუფლებებს შორის მეგობრობაში, რასაც აქვს ერთი სამწუხარო მიზეზი – კრიმინალები არიან კვლავაც უკრაინის ხელისუფლებაში!

არავითარ ულტიმატუმი არ არის აქ. უბრალოდ, როდესაც საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე – ასეთ დროს პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალად აღიარებული პირები არ ჰყავდეს თავისთან.

თქვენ წარმოიდგინეთ ერთი წამით, მაგალითად, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, ეს გააფუჭებდა ურთიერთობას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...