spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ესაც ბედის დაცინვაა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დანარჩენ...

“ესაც ბედის დაცინვაა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დანარჩენ საქართველოზე მეტად დემოკრატიულად გამოიყურებიან” – შალვა ნათელაშვილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც არჩევნების პირველი ტური წააგო ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა, ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი. ოპოზიციონერი ლიდერი ერთგვარ შედარებას აკეთებს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებსა და შედეგებს, დანარჩენ საქართველოსთან:

ესაც ბედის დაცინვაა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დანარჩენ საქართველოზე მეტად დემოკრატიულად გამოიყურებიან.

დათვალეთ მარტო აფხაზეთში რამდენი ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. მთავრობა შეიცვალა ე.წ. არჩევნების გზით. აგერ გუშინაც ცხინვალის თვითმარქვია, თანაც მოქმედმა ე. წ. პრეზიდენტმა წააგო პირველი ტური, მაშინ როდესაც მას აქვს ყველა ადმინისტრაციული, ფინანსური ბერკეტი და მოსკოვის მხარდაჭერაც. ჩვენ ვისაც ძალაუფლება და ფული აქვს მისი მრევლობა მოგვესაჯა როგორც სჩანს.

P.S. განსაკუთრებით საოცარია, რატომ აძლევს მოსკოვი ასე თავისუფლად არჩევნების ჩატარების უფლებას მის მიერ დაპყრობილ რეგიონებს? ალბათ იმიტომ, რათა დაგვანახოს, რომ განსხვავებით დანარჩენი საქართველოსგან იქ არ ჩადიან ფულის საშოვნელად ამხედრებული ე.წ. ცნობილი სამეთვალყურეო-სადამკვირვებლო, სარეიტინგო-ეგზიტპოლური და სხვა ყველა ის სუბიექტი, რომლებმაც 30 წელია თავისუფალი არჩევნების უფლება ხალხს წაართვეს.

ესეც იდეოლოგიური ბრძოლაა და აქაც ჯერ-ჯერობით ოკუპანტები გვიგებენ საუბედუროდ,” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...