ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი" -...

“დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ევროკავშირისგან მიღებულ დაჩქარებული წესით შედგენილი კითხვართან დაკავშირებით:

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან მიიღო დაჩქარებული წესით შედგენილი კითხვარი.

ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალზე მკაფიო პერსპექტივა, დაჩქარებული წესით მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მადლობას ვუხდით ევროკავშირს ამ ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ და შესაბამის ვადებში შევსებას და ევროკავშირისთვის წარდგენას.

ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას.

საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ არის ქართველი ხალხის ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის, ურყევი ნებისა და არჩევანის ლოგიკური შედეგი. საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ ასევე არის „ქართული ოცნების” თანმიმდევრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი.

ამ მიზნის მისაღწევად ქართველმა ხალხმა გასული რამდენიმე ათწლეულების მანძილზე უდიდესი მსხვერპლი გაიღო.

დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამისათვის აუცილებელი პირობაა, საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა, გააძლიეროს დემოკრატიული სისტემა, უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და აამაღლოს კეთილდღეობის ხარისხი ქვეყანაში. ამისათვის გატარდება ეფექტიანი რეფორმები, რომლებიც განამტკიცებს ჩვენს კონსტიტუციურ სისტემას და ქართულ ეკონომიკას ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად სწრაფად დაუახლოებს.

ამ ამოცანების შესრულებისკენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციას ქართული ოცნების პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს,...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“რეალური დაკვირვების აკრძალვას ასე არ გაგიტარებენ და ვერც ეს “ღია წერილი” გიშველით” – ანა...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს ცენტრალური საარჩევნო...