spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი უმორჩილესი თხოვნაა ნუ გავახარებთ მტერს და გავერთიანდეთ...

“ჩემი უმორჩილესი თხოვნაა ნუ გავახარებთ მტერს და გავერთიანდეთ საერთო მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის პოზიცია გამოქვეყნდა ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან მიმართებაში, სადაც იგი მოუწოდებს ყველას, რომ “თემა მთლიანად დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და ოპოზიციისკენ ისრების გადატანა არასწორია”:

ვნახე ნიკა გვარამიას გადაცემა ქოლცენტრებზე. ეს დანაშაულებრივი სინდიკატი განსაკუთრებით დიდი მავნებლობაა. ვინაიდან ათასობით ახალგაზრდას აწყებინებს შრომით საქმიანობას სხვისი მოტყუებით და ფაქტობრივად რყვნის. ამ თემას ბოლომდე უნდა მივსდიოთ და არ დავუშვათ, რომ რაიმე ფორმით საქართველოში ამ ქსელის ოპერირება გაგრძელდეს.

რა თქმა უნდა, თემა მთლიანად დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და ოპოზიციისკენ ისრების გადატანა არასწორია. ამიტომ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამას აკეთებს, თუნდაც ელისო კილაძეს ან სხვა ადამიანებს, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენლის დადანაშაულება ფაქტობრივად ბოლომდე მცდარია და უნებლიეთ ოლიგარქის ხელისუფლების წისქვილს ასხამს წყალს.

ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, როგორც ყოველთვის, ნუ გავახარებთ მტერს და გავერთიანდეთ საერთო მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში! რა დროს ინტრიგები და ურთიერთგარჩევებია!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...