spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საინტრესოა კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი...

“საინტრესოა კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი სტატისტიკის შესაფუთად?” – კახა კალაძე

“მთავარია არხის” გენერალური დირექტორის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს “ე.წ. ქოლცენტრების სქემის სრული ანატომია” და გუშინ “მთავარი აქცენტების” საგანგებო ეთერში გასულ ამ გადაცემას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მწვავე შეფასებებით, ეხმაურება “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე:

დეზინფორმაცია, ტყუილი, ცილისწამება – ამ სიტყვების სინონიმად, სამწუხაროდ, დაარსების დღიდან იქცა „მთავარი არხი“ და მისი სულისჩამდგმელი👉 ნიკა გვარამია. დასწამე ცილი, შეთხზე ამბად და სიუჟეტად – ტყუილის იარაღად გამოყენება და ამ ეთერიდან ათასგვარი სიბინძურის მოსმენა დღეს აღარავის უკვირს.

მორიგი ასეთი “შედევრი” ვიხილეთ გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ე.წ. ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარი “კრიშა” გაშიფრა. 😀

ფანტაზიის რეალობად ქცევისთვის ანონიმი რესპონდენტი შეარჩია და მაყურებელს ამცნო, რომ ერთ-ერთი კიბერთაღლითური ოფისი, რომელიც ვითომდა კალაძეს ეკუთვნის, ისევ განაგრძობს მუშაობას.🤦🏽‍♂️😀

აი ასე, „მთავარი არხის“ პროკურორ ნიკა გვარამიას (ავტორი ფილმისა „ნოემბრიდან ნოემბრამდე“), რომლის დროსაც პროკურატურა ადამიანებს ბრალს ისე სდებდა, მტკიცებულებები საერთოდ არ სჭირდებოდა, არც ტელეეთერით დასჭირვებია მტკიცებულებები მორიგი „სკანდალის“ ასაგორებლად.🤦🏽‍♂️

მოდი, ვნახოთ „სკანდალური“ ინტერვიუს დასაწყისი: 😊

გვარამია: ლილუაშვილი, მამაცაშვილი, კალაძე, ფარცხალაძე-ეს არის 4 მთავარი „კრიშა“ ამ სფეროში? 😀
ანონიმი რესპონდენტი: დიახ!😀
გვარამია: და ბიძინა ივანიშვილი ყველასთან საქმის კურსშია და ანაწილებს ამ ყველაფერს.😀
ანონიმი: დიახ!🤦🏽‍♂️😀
ამის შემდეგ გადაცემაში მიდის გარჩევა, ვის რას უტოვებენ კიბეროფისებიდან, ვის რა წილი აქვს და ასე შემდეგ…
როგორც ჩანს, ანონიმი რესპონდენტი, იმდენად ღრმად და საფუძვლიანად ფლობს ინფორმაციებს, წილების გარდა ისიც ზუსტად იცის, ვის რა დროს და რა საკითხებზე ესაუბრება ბიძინა ივანიშვილი. 😂😂

შინაარსს უკვე გავეცანით, რაც შეეხება ფორმას, ინტერვიუ ჩაბნელებულ ფონზე ემოციის გასამძაფრებლად იყო საჭირო თუ ეს ერთგვარი მინიშნებაა შავ კატაზე, რომელსაც ეძებ ბნელ ოთახში, სადაც ის საერთოდ არ არის, ძნელი სათქმელია.

როდესაც ტყუილები სტატისტიკად იქცევა, იქ ლოგიკა ზედმეტია.

საინტრესოა კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი სტატისტიკის შესაფუთად.😂😂😂“, – წერს კახა კალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2024 წელს "ნაციონალურ მოძრაობაში"...

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...