spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კონტრაბანდური პროდუქტი უკრაინიდან შემოვიდა, სააკაშვილის სახით" - ირაკლი...

“კონტრაბანდური პროდუქტი უკრაინიდან შემოვიდა, სააკაშვილის სახით” – ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს რუსული სანქციების თავის არიდების მიზნით საქართველოს ტერიტორიის გამოყენების შესახებ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და ამის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესახებ საუბრობს:

,,უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდური პროდუქტი სააკაშვილის სახით, ომის წინ! სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდურმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ თქვენ მოიკითხოთ.

უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გაგრძელებაა, რაც ჩვენ ვიხილეთ, ასევე უახლოეს წარსულში, მათ შორის იგივე ელჩის გაწვევის სახით.

ამ ყველაფერს აქვს, სამწუხაროდ, ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი. იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები.

პროდუქტი, რაზეც საუბრობს უკრაინის ხელისუფლება უნდა შევიდეს საიდანღაც საქართველოს გავლით და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს პროდუქტი თავისთავად უკავშირდება იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს აწესებენ რუსეთის მიმართ.

აქედან გამომდინარე ალოგიკურობის ჯაჭვია, მთელი ჯაჭვი წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილებაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ეს არის მარტივი აბსურდი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...