ორშაბათი, ივლისი 14, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემები2019 წლის გამოცდები დასრულდა

2019 წლის გამოცდები დასრულდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა საგამოცდო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სოფიო გორგოძის თქმით, გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა გამოცდების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის აბიტურიენტებს, რომლებიც, მისი თქმით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ.

ბოლო გამოცდა 24 ივლისს მაგისტრობის მსურველებისათვის ჩატარდა. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია.

2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 95%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 82%.  საერთო სამაგისტრო გამოცდასა და პედაგოგთა კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცხადებულ აპლიკანტთა სტატისტიკა მონაცემების დამუშავებისთანავე გამოქვეყნდება. იყო გამოცდიდან მოხსნის რამდენიმე შემთხვევაც. ძირითადად, ეს იყო მობილურით და დამხმარე მასალით სარგებლობის მცდელობები. აბიტურიენტების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 2 ფაქტს, როდესაც აპლიკანტის ნაცვლად გამოცდაზე სხვა გამოცხადდა.

2019 წლის გამოცდებში მონაწილეები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ მათი გამოქვეყნებისთანავე ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge ან online.naec.ge-ზე, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 23 საგამოცდო ცენტრი 11 ქალაქში. ყველა ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. მასწავლებლობის მსურველები გამოცდებში  10 ივლისიდან ჩაერთვნენ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდა.  მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები კი 17 ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდა.

ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს, ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...