სამშაბათი, ივნისი 17, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ და...

“მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ და ამის თაობაზე მინდა ვაცნობო საზოგადოებას” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია – მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად დაინიშნა, ხოლო მის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი. აღნიშნულ გადაწყეტილებებთან დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა:

მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ და ამის თაობაზე მინდა ვაცნობო საზოგადოებას. ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მინდა, პირველ რიგში დიდი მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის. ბატონ დავითს აქვს უზარმაზარი გამოცდილება, იგი 30 წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას, მის მშობლიურ უწყებას – საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა თანამდებობაზე და ამ 30 წლის განმავლობაში მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენ, ჩვენი მთავრობა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მე მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს.

რაც შეეხება მის შემცვლელს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ბატონი ილია დარჩიაშვილი. ილიას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში, საჯარო სექტორში, მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მჯერა, რომ ილია წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა და ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად, ამ გზაზე, გვჭირდება შემართებით მუშაობა, ჩვენი ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება.

ბატონებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

“ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა, ეს არის...

პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და მმართველი...

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...