spot_img
მთავარიანალიტიკა"სააგენტო DPA"-ს სენსაციური ინფორმაცია: დედამიწაზე "სიმძიმის ცენტრი" აქტიურობაში...

“სააგენტო DPA”-ს სენსაციური ინფორმაცია: დედამიწაზე “სიმძიმის ცენტრი” აქტიურობაში მოვიდა

“სააგენტო DPA” სენსაციური ინფორმაციას ავრცელებს და დაუჯერებელ მასალებს ასაჯაროვებს:

თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში საიდუმლოების მკაცრი დაცვით მიმდინარეობდა მეცნიერული კვლევა დედამიწის “სიმძიმის ცენტრის” დასადგენად, შემდგომში იმის გარკვევის მიზნით, თუ ეს ფაქტი რა გავლენას მოახდენდა უშუალოდ პლანეტაზე.

რამდენიმე საათის წინ ჰაკერულმა დაჯგუფებამ “AmenNoFact“-მა შეაღწია “EURCIS“-ის ბაზაში, იმ ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც ათეული წლებია აწარმოებს აღნიშნულ კვლევებს.

ამ ეტაპზე ვრცელდება რამდემიმე კონკრეტული ინფორმაცია, კერძოდ:

  1. დედამიწის სიმკვრივის დადგენის შემდეგ გაირკვა, რომ აზიის აღმოსავლეთი ნაწილის მიწის სიმკვრივე ბევრად აღემატება პლანეტის სხვა ტერიტორიებზე შესწავლილ მიწის სიმკვრივეებს;
  2. ევრაზიის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი გამოირჩევა მთათა სისტემის უჩვეულო “სიხშირით”, ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთები აქ საკმაოდ მაღალია, ჯომოლუნგმა კი დედამიწის უმაღლესი წერტილია;
  3. აზიაში მოსახლეობის რაოდენობა 4,5 მილიარდზე მეტია და საგრძნობლად აღემატება დედამიწის სხვა ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობას;
  4. სამხრეთ ამერიკის დასავლეთით, აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ამაღლების ზოლზე შეინიშნება ე.წ. “სიღრმითი ბზარის” გააქტიურება.

ამ ოთხ “კომპონენტზე” და კიდევ სხვა მონაცემებზე (რომლებიც მოგვიანების გასაჯაროვდება) დაყრდნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აზიის ტერიტორია იმდენად დამძიმდა, რომ გამოიწვია ერთგვარი რეზონანსი, ხოლო გადაკვეთის ცენტრად ტიბეტის მთათა სისტემის ტერიტორია დიფიქსირდა და ეს ადგილი რამდენიმე მეტრით დაიწია, ასზე მეტი კილომეტრის რადიუსით. შედეგად მე-4 პუნქტში ხსენებული ბზარის გავლენით სულ მალე, სამხრეთ ამერიკის გასწვრივ ოკეანის ზემოთ ამოიწევს ახალი მიწა, ფაქტიურად ახალი კონტინენტი თუ არა, კუნძული მაინც…

ინფორმაციის მოულოდნელი გასაჯაროვების გამო ორგანიზაცია “EURCIS”-ი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ:

“AmenNoFact” – არის “ამინ ნო ფაქტი” ანუ “ამინ არა ფაქტი” 😉

“EURCIS” – ანუ “ეურცის” უკუწაკითხვით ნიშნავს – “სიცრუე”-ს 😉

სააგენტო DPA კი – დ პ ა

ღეს
ირველი
პრილია
😂😂😂 მოტყუება ადვილია 😂😂😂

ესეც საპირველაპრილო ხუმრობა, იმედია ხალისიანი განწყობა შეგიქმენით😀
სააგენტო “პარალელი” სასიამოვნო დღეს გისურვებთ ❤️❤️❤️

გამოიწერეთ ჩვენი FB-გვერდი👇

ინტერნეტ მედია ჰოლდინგი – პარალელი / Internet Media Holding – Paraleli

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...