spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოებაშალვა პაპუაშვილი: თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი: თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას და თანადგომას

ხილული თუ უხილავი საფრთხეების ფონზე, დიდ იმედებს ვამყარებთ თავდაცვის ძალებზე, რომელიც ხალხს და საზოგადოებას ყოველთვის აძლევდა პატრიოტიზმის, გმირობის, ღირსების და ჰუმანურობის მაგალითებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს 2022 წლის სწავლებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თავდაცვის ძალები წინა ხაზზე ღირსეულად იდგა 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ჯანდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფა კვლავ თავდაცვის ძალებმა იტვირთეს გლობალური პანდემიის დროსაც.

2008 წელს, მაშინ როდესაც რუსეთი საქართველოს ქალაქებს, სოფლებს, აეროპორტებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენს იმედებსა და ევროპულ მომავალს ბომბავდა, თავდაცვის ძალები ბრძოლის წინა ხაზზე ღირსეულად იდგა.

2020 წელს, როდესაც მსოფლიო პანდემია ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს მძიმე განსაცდელად მოევლინა, ჯანდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, კვლავ თავდაცვის ძალებმა იტვირთეს უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა.

ხილული თუ უხილავი საფრთხეების ფონზე, დიდ იმედებს ვამყარებთ თავდაცვის ძალებზე, რომელიც ხალხს და საზოგადოებას ყოველთვის აძლევდა პატრიოტიზმის, გმირობის, ღირსების და ჰუმანურობის მაგალითებს, დღეს კი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესულ ძალას წარმოადგენს. თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას და თანადგომას.

მადლიერები ვართ სწავლების მასპინძლობის შესაძლებლობისთვის და მზად ვართ, გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება და ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და მთელ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...