spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივმართავ ბატონ კობახიძეს, ბატონ ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას"...

“მივმართავ ბატონ კობახიძეს, ბატონ ღარიბაშვილს და “ქართულ ოცნებას” – თქვენ, ცალკე აღებული, ვერ შეძლებთ ვერანაირი გარანტიის შექმნას ქვეყნის მშვიდობისთვის!” – გიორგი ვაშაძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს, კონკრეტული შეთავაზებება/ინიციატივით, მიმართა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ:

მთლიანად შეიცვალა მსოფლიო განრიგი და გეოპოლიტიკური ვითარება. დღეს, ამ უმძიმეს მდგომარეობაში, ვერცერთი ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა, მათ შორის ვერც “ქართული ოცნება” ქვეყანაში მშვიდობის გარანტი, საქართველოში მშვიდობის გარანტი შეიძლება იყოს ეროვნული ერთიანობა, ჩვენი ერთად დგომა და თანმიმდევრული, სწორი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება შევინარჩუნოთ ჩვენს ქვეყანაში.

გამომდინარე აქედან, მივმართავ ბატონ ღარიბაშვილს და ბატონ კობახიძეს!

გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, სადაც შევა საპარლამენტო ოპოზიცია და ვიმუშავებთ სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით:

  • მშვიდობის უზრუნველყოფა ქვეყანაში და ეროვნული უსაფრთხოება;
  • ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხები;
  • საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები.

კიდევ ერთხელ ვეუბნები ბატონ კობახიძეს, ბატონ ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას“, თქვენ, ცალკე აღებული, ვერ შეძლებთ ვერანაირი გარანტიის შექმნას ქვეყნის მშვიდობისთვის!

ასევე, კიდევ ერთხელ, გთავაზობთ – ერთად წავიდეთ ბრიუსელში, წავიდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ ერთად, მშვიდობის უზრუნველსაყოფად, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...