spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამაზე დიდი მტრობა ქვეყნისა არ არსებობს როდესაც საქართველოს,...

ამაზე დიდი მტრობა ქვეყნისა არ არსებობს როდესაც საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტებთან თანამშრომლობას აბრალებენ – სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა გმირი უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დამცველი გმირების მიმართ და აღნიშნა, რომ „არ არსებობს მსოფლიოში ერი, რომელსაც ჩვენზე უკეთ ესმოდეს რა ხდება დღეს უკრაინაში, არ არსებობს იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენზე მეტად არავის გამოუცდია ის აგრესია რაც ოკუპაციას მოსდევს“.

დეპუტატი თავის გამოსვლაში ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა.

ის განცხადებები, რომელიც ახლა მოვისმინეთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინის ერთ-ერთ ტელეეთერში გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ, პირდაპირ არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო.

საწინააღმდეგოა, როდესაც საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტებთან თანამშრომლობას აბრალებენ. ამაზე დიდი მტრობა ქვეყნისა არ არსებობს.

ვისაც არ ახსოვს, ახლა შევახსენებ რა გადაგვიტანია ბოლო თუნდაც ერთი საუკუნის განმავლობაში.

შევახსენებ, რომ 33 წლის წინ 9 აპრილს სწორედ აქ დაიღვარა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების სისხლი და ძალიან ბევრი ვართ დღესაც ამ დარბაზში, ვინც მაშინ იქ ვიდექით საბჭოთა კავშირის ყველაზე სასტიკი სპეცრაზმის წინაშე.

იმასაც შევახსენებ, რომ საქართველომ ამ წლების განმავლობაში, რამდენიმე ომი გადაიტანა დამოუკიდებლობისთვის. ავიწყდებათ, რომ საქართველოს 22% არის ოკუპირებული და ავიწყდებათ ისიც, რომ ნახევარი მილიონი კაცი არის დევნილი ან ლტოლვილი, გაქცეული ქვეყნიდან სწორედ ამ ოკუპაციის შედეგად. და აქედან როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ უკრაინელ ლტოლვილებს უნდა დავეხმაროთ, დიახ, ჩვენ მივიღებთ არაერთ ადამიანს, მაგრამ როდესაც ამისკენ მოგვიწოდებს პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ დევნილებს ყრიდა საკუთარი დროებით დაკავებული სახლებიდან და ასახლებდა ზოგს სად და ზოგს სად, სასტიკად სპეცრაზმის საშუალებით, უბრალოდ, რბილად რომ ვთქვა მათგან ძალიან მიუღებელია მსგავსი განცხადებების გაკეთება და მათ გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...