spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა შავგულიძე: "საქართველოს ხელისუფლებამ უფრო თამამად და მკაფიოდ...

შალვა შავგულიძე: “საქართველოს ხელისუფლებამ უფრო თამამად და მკაფიოდ უნდა გაიზიაროს ცივილიზებული სამყაროს ერთიანი პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით”

საქართველოს ხელისუფლებამ უფრო თამამად და მკაფიოდ უნდა გაიზიაროს ევროკავშირის, ნატოს, შეერთებული შტატების და მთლიანად, ცივილიზებული სამყაროს გასაკვირად ერთიანი პოზიცია ბოროტებას და სიკეთეს შორის, ამ ომთან დაკავშირებით. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს ასეც მოხდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

შალვა შავგულიძემ მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ და „ქართული ოცნება“ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით არასწორი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლების ეს პოლიტიკა ქვეყანას ცივილიზებულ მსოფლიოს დააშორებს.

გამარჯვება მინდა ვუსურვო უკრაინელებს მათ მართალ ომში და მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ თავიანთ თავზე იტვირთეს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ცივილიზებული და პროგრესული მომავლის დაცვა, რომელსაც ფეხს ვერ უბამს, უპირისპირდება და განადგურებით ემუქრება გაბოროტებული დიქტატორის რეჟიმი. უდიდესია პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ქვეყნებისა და ცალკეული ადამიანების დახმარება უკრაინისადმი ამ ძნელბედობის ჯამს.

სამწუხაროდ, ამ ომის მიმართ, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი, მეტად არასწორი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რაც საპარლამენტო რეზოლუციაში აგრესორად რუსეთის მოხსენიების თავის არიდებაში, ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისადმი არ შეერთებაში, მოხალისე მებრძოლებისა და ექიმების საქართველოდან უკრაინაში გამგზავრებისათვის ხელის შეშლასა და სხვა ყოვლად გაუმართლებელ ქმედებებში გამოიხატა, რეალურია საშიშროება, რომ დაპირისპირებაში უკრაინის საბოლოო გამარჯვების შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება, მის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის, საქართველო არ იქნას მოაზრებული. ამის დაშვება არ შეიძლება. ეს დაგვაშორებს ცივილიზებულ მსოფლიოს და ისტორიის ცუდ მხარეს აღმოვჩნდებით“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...